Saturday, November 17, 2018

მეცხრე დღე

მეცხრე დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით.
პირველ რიგში დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.
ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეო მასალის ატვირთვა, რედაქტირება და გამოქვეყნება.
ვისწავლეთ პოსტების რედაქტირება და მათი გამოქვეყნება.
დასასრულს ყველა მონაწილე პედაგოგმა წარმოადგინა ამ ცხრა დატვირთული დღის ნამუშევრის პრეზენტაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.
დიდი მადლობა გიორგი არავიაშვილს.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, November 16, 2018

მერვე დღე

დღევანდელი  დღე დაიწყო დავალების შემოწმებით.შემდეგ პრეზენტაციის შეფასებისა  და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა მოვარგეთ ჩვენს პროექტს და წარვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. შემდეგ ეს ფაილები ავტვირთეთ ჩვენს დრაივზე googl-ში.
შემდეგ ერთერთმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი პროექტიდან  ერთერთი საკითხი.
შემდეგ განვიხილეთ სახელმძრვანელოდან მე-6 მოდული, სადაც საუბარია დიფერენცირება და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.
განვიხილეთ და დრაივზე ავტვირთეთ კონელის კითხვარი- მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი. ასევე განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მე-7 მოდული, სადაც საუბარია როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამისთვის დამხმარე მასალად შევიმუსავეტ შაბლონი ფასილიტაციისთვის.
 ბოლოს შევაჯამეთ სამუშაო დღე და  ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება.
დღევანდელი დღე საინტერესოდ დატვირთულ,  მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი 

Sunday, November 11, 2018

მეშვიდე დღე

განვიხილეთ საშინაო დავალება. მოვახდინეთ google slid-ის პრეზენტაცია.მივიღეთ შენიშვნები,რომელსაც გავითვალისწინებ შემდეგი მუშაობისას.მივიღეთ დავალება,რომლის მიხედვითაც ჩვენს გეგმაში მოვახდენ კორექტირებას.ვიმუშავეტ მოდული4-ის სასწავლო ნიმუშის შექმნაზე.შევქმენი მოსწავლის ჩეკლისტი და დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შეფასება.

Saturday, November 10, 2018

მეექვსე დღე

საშინაო დავალების შემოწმება,შევასწორეთ ხარვეზები, ვიმუშავეთImages.google.comზე
გავეცანით საძიებო სისტემებს. ვისწავლეთ ლინკების ჩასმა ბლოგში,აგრეთვეyoutube-dan ვიდეოს გადმოტანა ბლოგში.

ათონის ივერთა მონასტერი

Friday, November 9, 2018

მეხუთე დღე

ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაცია

მესამე დღე

დღეს ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა  ,დავიწყეთ ჩეკლისტზე მუშაობა და ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ,შინაარსობლივ კითხვების დასმაზე.
დავალება: შევადგინოთ ჩეკლისტი და ბროშურა და გეგმაში შევიტანოთი ზოგადი, 3-4 თემატური და შინაარსობლივი კითხვები.

დღე 4

Saturday, October 27, 2018

დღე მეორე

შევქმენი ბლოგი  პროექტის მასალების განსათავსებლად,რომელზეც წვდომა ექნებათ მოსწავლეებს. დავასათაურე,დავაყენე ფონი ,შევარჩიე შრიფტის ფერი. თემის მიხედვით შევარჩიე ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტი და ინდიკატორები.

Friday, October 26, 2018

დღე პირველი

გავიცანით თრენერი და კოლეგები. გავეცანით ინტელის ტრენინგის სამუშაო გეგმას, მიზნებს,პროექტის შექმნის ტექნიკას.მივიღეთ საშინაო დავალება-მოვიფიქროთ პროექტის სათაური და  გადმოვცეთ მოკლე შინაარსი. ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი დღის მუშაობით.ტრენინგის სახელმძღვანელო არის ბმულზე